UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

ახალი ამბები

მტკვარი II-ის პროექტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ
2017 წლის 6 ივნისს UNDP / GEF მტკვარი II პროექტის წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და ბუნერვირი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარინა მაკაროვას შეხვდნენ. მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მტკვრის აუზის წყლის რესურსების ინტეგრირებულ მენეჯმენტს (Integrated Water Resource Management (IWRM) ეხებოდა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ტრანსასაზღვროდ შეთანხმებული და ეროვნული გეგმების წარმატებით აღსრულებას.

მტკვარი II პროექტის გუნდი ბიომრავალფეროვნებაზე რეგიონულ ვორქშოფს დაესწრო
2017 წლის 25-29 აპრილს ბაქოში, გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებული ბიომრავალფეროვნების კონვენციის რეგიონული ვორქშოფი გაიმართა, რომელიც შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი აკვა-ლოკაციების იდენტიფიცირებასა და აღწერას ეხებოდა.

ბაქოში წყლის ეკონომისტებისა და მელიორების პროფესიული დღე აღნიშნეს
2017 წლის 5 ივნისს ბაქოში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა, რომელიც წყლის ეკონომისტებისა და მელიორების პროფესიულ დაფასებას მიეძღვნა. კონფერენცია სააქციო საზოგადოება "აზერსუმ" და სააქციო საზოგადოება "მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის კომპანიამ" ჩაატარეს.

მტკვარი II პროექტის ჯგუფისა და სს “აზერსუს” წარმომადგენლების შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა
2017 წლის 2 ივნისს, პარასკევს, მტკვარი II-ს პროექტის წარმომადგენლები სააქციო საზოგადოება აზერსუს - აზერბაიჯანის მთავარი წყალგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მტკვარი II პროექტის გუნდი ბაქოში EaP GREEN კონფერენციას დაესწრო
2017 წლის 25 მაისს ბაქოში UNIDO-ს პროექტისა და UNDP – GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრები ეროვნულ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც მწვანე რესურსებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების წახალისებას ეხებოდა

მტკვარი II პროექტის გუნდის შეხვედრა ჩართულ მხარეებთან თბილისსა და ბაქოში
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, UNDP GEF მტკვარი II პროექტის გუნდს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა წყლის სექტორის წარმომადგენლებთან, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. პროექტის მთავარი ტექნიკური მრჩეველი, მერი მეთიუსი და პროექტის განვითარების მიმართულების უფროსი ექსპერტი აჰმედ აბუ ელსოდი, პროექტის თბილისის ოფისის თანაშრომლებთან ერთად, 2 მაისსა და 5 მაისს, არაერთ ექსპერტს, მრჩეველსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს შეხვდნენ, მათ შორის, მინისტრის მოადგილეს.

მტკვარი II პროექტისა და ტრენინგ ცენტრის გახსნა
UNDP – GEF მტკვარი II პროექტის ფარგლებში, თბილისში წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა. ამ აქტივობის მიზანია პროექტის საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერება და რეგიონში წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის, სამომავლო მდგრადობისთვის საფუძვლების ჩაყრა ადამიანური რესურსების გაძლიერებით.

საქართველო და აზერბაიჯანი საერთო მდინარე მტკვარზე ერთად იზრუნებენ
6-7 აპრილს, ბაქოში, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ UNDP - GEF მტკვარი II პირველ, გამხსნელ ვორქშოფს უმასპინძლა.

Next