UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

შესახებ

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "წყალმომარაგების რესურსების ინტეგრირებული მართვის ფარგლებში, მდინარე მტკვრის აუზის ტრანსსასაზღვრო ღონისძიებებისა და ეროვნული გეგმების განხორციელების გზით" სამოქმედო პროგრამას შეიმუშავებს. პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

The UNDP - GEF პროექტ "მდინარე მტკვრის აუზის ტრანსსასაზღვრო წყლების რესურსების ინტეგრირებული მართვის" ფარგლებში სტრატეგიული საქმედო გეგმა შემუშავდება. პროექტი განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაწილეობით.   

პროექტი UNDP - GEF მტკვარი II იხელმძღვანელებს სამინისტროების დონეზე შემუშავებულ სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას [Strategic Action Plan (SAP)], ხელს შეუწყობს მის ჯეროვნად განხორციელებას, წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებულ გეგმის შემუშავებას და თავის წვლილს შეიტანს ტრანსასაზღვრო მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების გონივრული მართვის საქმეში, რომელიც უკვე შეთანხმებულია ხსენებულ მთავრობებს შორის. 

პროექტი ხუთ კომპონენტს მოიცავს:

  • მდინარის ინსტიტუციური მართვის ლეგალური ბერკეტების შექმნა და მხარდაჭერა;
  • პროფესიული განვითარება და შესაძლებლობების გაზრდა წყლის მენეჯერებისთვის სხვადასხვა სექტორში;
  • სტრესისა და დატვირთვის შემცირება მდინარის აუზის კრიტიკულ ზონებში;
  • დაინტერესებულ და ჩართულ მხარეთა განათლება და გაძლიერება;
  • მეცნიერების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ამ ხუთი ზოგადი პრიორიტეტული კომპონენტის ფარგლებში, პროექტს აქვს ძლიერი, მულტისექტორული მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მთავრობიდან. სამინისტროების კოორდინირებული მუშაობა თავის წვლილს შეიტანს ორმხრივი იურიდიული შეთანხმებების ბოლომდე მიყვანის საქმეში. 

The UNDP - GEF Kura პროექტის ბიუჯეტი 5,329,452 აშშ დოლარია. პროექტს ადგილობრივი მთავრობებისგანაც აქვს ფინანსური თანა-მხარდაჭერა. აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ამ პროექტის ადგილობრივი წარმომადგენლები არიან. 

პროექტის განხორციელების პერიოდი 4 წელს მოიცავს. ის საგანმანათლებლო ვორქშოფით დაიწყო 2017 წელის აპრილში და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. 

პროექტი ხელს შეუწყობს ყველა ჩართული და დაინტერესებული მხარის, მათ შორის, მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიისა და კერძო პირების ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას.